ევროპის სუპერთასის ფინალი "დინამო არენაზე" გაიმართა. ბარსელონამ" "სევილია" დამატებით დროში ანგარიშით, 5:4 დაამარცხა.
თამაშს საქართველოს პრემიერი-მინისტრი რუმინელ და ესტონელ კოლეგებთან ერთად დაესწრო. ვიქტორ პონტა და ტაავირიივასი საქართველოს მატჩზე დასასწრებად ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით ესტუმრნენ.
უეფა-ს სუპერთასის მატჩის დაწყებამდე, "დინამო არენაზე" შეხვედრის გახსნითი საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.
გახსნის ცერემონიის პირველ ნაწილში წარმოდგენილი იყო ქართული ხალხური ცეკვა. ცერემონიის მთავარ დატვირთვას ატარებდა 1000 ბავშვის, ასევე, სხვა პირების, ფეხბუთელის და მსაჯის მიერ შეკრული ცოცხალი ჯაჭვი, როგორც მშვიდობის და ერთიანობის სიმბოლო.
"ვულოცავ საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" და მის თითოეულ გულშემატკივარს ღირსეულ გამარჯვებას! ეს იყო ძალიან დაძაბული და ძალიან საინტერესო თამაში, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დაამახსოვრდება მსოფლიოს!", – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილი.
"ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით. ძალიან კმაყოფილები ვართ შედეგით. დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. ყოველთვის მთავარია გამარჯვება და ნებისმიერი ტიტული მნიშვნელოვანია", – განაცხადა მატჩის საუკეთესო მოთამაშემ ლიონელ მესიმ.