12 – 14 აგვისტოს ჩათვლით, ვენაში პარლამენტარების ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ტარდება. სხვადასხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების თაობაზე იმსჯელებენ.
საქართველოდან ვენის ყოველწლიურ კონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაა მიწვეული. შეხვედრას ესწრება კომიტეტის წევრი ოთარ ჩრდილელიც. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების საკითხებზე, კონკფერენციას რამდენიმე ათეული ქვეყნის დელეგაცია ესწრება მათ შორისაა: – ლიტვა, ლატვია, უნგრეთი, საფრანგეთი, იაპონია, პოლონეთი, მალტა, რუმინეთი დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს წარმომადგენლობები.
მე- 13 გენერალურ შეხვედრას ვენაში ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარე გახსნის, შეხვედრაზე იგეგმება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესახებ მემორანდუმის მიღება. ეკა ბესელია და ოთარ ჩრდილელი ვენაში დღეს გამთენიისას გაემგზავრნენ.