ბაღდადში, ბოსტნეულის ბაზარში, სატვირთო ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა.
CNN-ის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 62 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 125 დაშავდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
მათ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აფეთქება შიიტი მუსლიმების წინააღმდეგ იყო მიმართული და დაჯგუფებამ პირობა დადო, რომ იერიშს ისევ მიიტანენ შიიტ მუსლიმებზე.
როგორც ცნობილია, ადგილობრივი მოსახლეობა "ისლამური სახელმწიფოს" თავდასხმის ობიექტი ბოლო პერიოდში ხშირად ხდება.