შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ადასტურებს სამინისტროში მომხდარ საკადრო ცვლილებებს.
კერძოდ, საკადრო ცვლილებები განხორციელდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე, მისი მოადგილე გიორგი ჭანტურია და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი შალვა ბარელაძე ამჟამად შსს-ს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში იმყოფებიან.
ისინი საქმიანობას უწყებაში სხვა პოზიციებზე გააგრძელებენ, ხოლო მათ შემცვლელებს შინაგან საქმეთა მინისტრი უახლოეს მომავალში დაასახელებს.