https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ისრაელის დარტყმების სამიზნე ხამენეი და პეზეშკიანი იყვნენ – იერიშის შედეგები ჯერჯერობით უცნობია

    რუსეთი ირანზე დარტყმებზე: მოვითხოვთ, რომ სიტუაცია დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას

    ავაიადარტყმების შედეგად ირანში დაღუპულთა რიცხვი იზრდება

    ფონ დერ ლაიენი: ირანში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია

    სხვადასხვა ქვეყნის ავიაკომპანიები ახლო აღმოსავლეთში რეისებს აუქმებენ

    დონალდ ტრამპი: ჩემი მიზანი ირანში ხალხის თავისუფლებაა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სახალხო დამცველის განცხადება „რუსთავი 2“-ის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით

13:08; 14.08.2015
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა შეისწავლა „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–სა და მისი პარტნიორების წინააღმდეგ აღძრული სარჩელის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2015 წლის 5 აგვისტოს მიღებული განჩინება.

განჩინების მიხედვით, სასამართლომ ყადაღა დაადო შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორების წილებს; ყადაღა დაადო ტელეკომპანიის კუთვნილ თბილისში მდებარე ფართისა და მიწის ნაკვეთებს მასზე განთავსებული შენობა ნაგებობებით; ტელეკომპანიას აეკრძალა მოძრავი ნივთების, მათ შორის ტელე-რადიო სიხშირის გადამცემი მოწყობილობების, გენერატორების, ავტომობილების და ა.შ. გასხვისება/გაქირავება და ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვა; ტელეკომპანიას და მის პარტნიორებს აეკრძალათ კომპანიის სახელით ვალდებულებების აღება, გენერალური სავაჭრო მინდობილობის გაცემა, წლიური შედეგების დამტკიცება, საზოგადოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, წესდებაში ცვლილებების შეტანა, პარტნიორებისა და დირექტორებისათვის საწარმოს მართვისა და ხელმძღვანელობის, ლიცენზიის გასხვისების, ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვის ჩათვლით; კომპანიის დირექტორებისათვის ქონების განკარგვა.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც გამოხატვის თავისუფლების დაცვა წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს მისიას. შეუძლებელია, სახელმწიფოს ჰქონდეს პრეტენზია თანამედროვე დასავლური დემოკრატიის ფასეულობებზე და იმავდროულად მისი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი საკუთრების უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა არ იყოს.

საკუთრების უფლების დაცვის უპირველესი გარანტი საქართველოს კონსტიტუციაა, რომლის 21-ე მუხლი აღიარებს და იცავს საკუთრებას. კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების გადაწყვეტილებები და მოქმედებები. მიუხედავად საკუთრების უფლების დაცვის მაღალი სტანდარტისა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას. მისი შეზღუდვა შესაძლებელია კანონით დადგენილ შემთხვევებსა და კანონით განსაზღვრულ ფარგლებში. შეზღუდვის ერთ-ერთი ფორმა განსაზღვრულია საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით, სარჩელის უზრუნველყოფის სახით.

საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი აღნიშნული სტანდარტი უზრუნველყოფს სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებას და სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებას, რაც უპირველესად ასევე კონსტიტუციის გარანტირებული უფლებაა.

სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მოთხოვნის განხილვისას ერთმანეთს უპირისპირდება დავის აღმძვრელი მხარის საკუთრების უფლება (რომ დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მიკუთვნებული სარგებელი არ დარჩეს მიუღებელი), მოპასუხე მხარის საკუთრების უფლება (რომ დავის მიმდინარეობისას არ შეეზღუდოს საკუთრებით სარგებლობის უფლება იმაზე მეტი მოცულობით, რაც აუცილებელია კონკრეტული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად) და სამართლიანი სასამართლოს უფლება (რომ საქმე განხილული იყოს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპზე დაფუძნებით და სასამართლოს თითოეული გადაწყვეტილება ემსახურებოდეს მხოლოდ კანონმდებლობით დაცული უფლებების რეალიზებას).

მართალია, საპროცესო კანონმდებლობა მოსარჩელე მხარისათვის არ აწესებს მტკიცების მაღალ სტანდარტს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოსაყენებლად და დასაბუთებულ ვარაუდს საკმარისად მიიჩნევს, თუმცა, უფლებათა ასეთი დაპირისპირების გათვალისწინებით, სასამართლო ვალდებულია დაიცვას თანაზომიერების პრინციპი – საკუთრების უფლება შეზღუდოს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სარგებლის მისაღებად. ამასთან, ვარაუდი, რომელსაც მოსარჩელე გამოთქვამს, უნდა იყოს დასაბუთებული, დამყარებული რეალურ საფრთხეზე და არ უნდა წარმოადგენდეს მოპასუხის დასჯის მექანიზმს. სარჩელის უზრუნველყოფისათვის გამოყენებული საშუალება კი უნდა იყოს მისაღწევი მიზნის პროპორციული. თუკი სასამართლო რომელიმე მხარის უფლებას შეზღუდავს იმაზე მეტად, ვიდრე ეს აუცილებელია კონკრეტული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, წარმოიშვება საკუთრების უფლების დარღვევის რისკი რაც, თავის მხრივ, ეჭვქვეშ დააყენებს სასამართლოს, როგორც მართლმსაჯულების ინსტიტუციის სამართლიანობას.

იმის გამო, რომ ზღვარი საკუთრების უფლების კანონიერ შეზღუდვასა და ამ უფლების დარღვევას შორის უაღრესად მცირეა, სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შეისწავლოს სარგებელი, რასაც მიიღებს მოსარჩელე და ზარალი, რაც შესაძლოა მიადგეს მოპასუხეს. დავის მონაწილე ყველა მხარის დაცვა საკუთრების უფლების დარღვევისაგან მხოლოდ ასეთი ობიექტური შეფასების შედეგადაა შესაძლებელი.

უაღრესად მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მოპასუხე მხარე შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ მაღალრეიტინგული მედიასაშუალებაა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოებული აღნიშნული დავის შედეგი, დიდი ალბათობით, გავლენას მოახდენს არამხოლოდ მონაწილე მხარეებზე, არამედ მთლიანად სახელმწიფოზე. სამაუწყებლო კომპანია გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლების რეალიზების ერთ-ერთ პლატფორმას წარმოადგენს და სხვა დავებისაგან განსხვავებით, სასამართლო მოცემულ შემთხვევაში დამატებითი რისკის წინაშე დგას – არ შეფერხდეს ტელეკომპანიის მაუწყებლობა, რასაც შესაძლოა მოყვეს გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა.

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება სრულად არ პასუხობს სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად განსაზღვრულ სტანდარტებს, იმდენად რამდენადაც არ არის დასაბუთებული სარჩელის უზრუნველყოფის ერთდროულად რამდენიმე ზომის გამოყენების აუცილებლობა. დაუსაბუთებელია რატომ შეიზღუდა წესდებაში ცვლილებების შეტანა, როდესაც კომპანიის მთელი უძრავი და მოძრავი ქონება ისედაც დაყადაღებულია და მისი გასხვისების რისკი აღარ არსებობს; რას ემსახურება კომპანიის წლიური შედეგების დამტკიცების აკრძალვა; რატომ გაჩნდა კომპანიის დირექტორისათვის საწარმოს მართვისა და ხელმძღვანელობის უფლების სრულად შეზღუდვისა და ახალი ვალდებულებების აღების აკრძალვის აუცილებლობა, როდესაც ისედაც აკრძალულია უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვა.

სახალხო დამცველის შეფასებით, სასამართლომ შეზღუდა საკუთრების უფლება იმ მოცულობით, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს სამაუწყებლო კომპანიის საქმიანობას. შესაძლოა შეაფერხოს ანაზღაურების გაცემა, ჟურნალისტების დასაქმება, ახალი გადაცემების ეთერში გაშვება, ტექნიკური ინვენტარის შეძენა ან შეცვლა, კომპანიის წინაშე ვალდებულ პირებთან ანგარიშსწორება და სხვა. ამასთან, სასამართლომ არ განმარტა რამდენად ემსახურება უფლების ამ მოცულობით შეზღუდვა მოსარჩელეთა ლეგიტიმური ინტერესების დაცვას და რატომ არ შეიძლებოდა იმავე მიზნის მიღწევა მოპასუხის საკუთრების უფლების ნაკლები შეზღუდვით. აღნიშნული მდგომარეობა შესაძლოა შემაფერხებელი იყოს სამაუწყებლო კომპანიის ფუნქციონირებისათვის და შესაბამისად, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისა და მედია თავისუფლებისათვის, იმდენად რამდენადაც სასამართლო დავის დასრულებას არაერთი თვე და შეიძლება წელიც დასჭირდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, არღვევს უფლებათა შეზღუდვის თანაზომიერების პრინციპს. სასამართლომ საკუთრების უფლება შეზღუდა იმაზე მეტად, ვიდრე ამას მოითხოვს მოსარჩელის ლეგიტიმური მიზანი, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა რეალური საფრთხე შეუქმნას დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მიერ გამოხატვის თავისუფლების რეალიზებას.

აღნიშნული დავა კიდევ ერთი გამოცდაა საქართველოს მართლმსაჯულებისათვის, რადგან ერთმანეთს კვეთს საკუთრების უფლების, გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება. შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია სასამართლო დავის დამოუკიდებელი და ობიექტური განხილვის პირობებში სანიმუშოდ გამჭვირვალედ, შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების მაღალი სტანდარტის დაცვით წარმართვა.

საქართველოს სახალხო დამცველი კვლავაც გააგრძელებს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული მოვლენების დაკვირვებას და მისი მანდატის ფარგლებში შესწავლას.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე დედა დააკავეს

14:29; 28 თებერვალი, 2026
სამართალი

შვილს მოწყალების თხოვნას აიძულებდა – ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

10:40; 28 თებერვალი, 2026
მთავარი

ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

10:30; 28 თებერვალი, 2026
სამართალი

მძიმე ავარია მოხდა მარნეული-თბილისის გზაზე

22:41; 27 თებერვალი, 2026
სამართალი

არასრულწლოვნის ადევნების ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

21:02; 27 თებერვალი, 2026

სიყვარული კოკაინს შეგიცვლით

მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი დაიხურა _ კოალიციის შეფასება და მოწოდება პარლამენტს

ყველა სიახლე

მსოფლიო

ისრაელის დარტყმების სამიზნე ხამენეი და პეზეშკიანი იყვნენ – იერიშის შედეგები ჯერჯერობით უცნობია

18:53; 28.02.2026
საზოგადოება

ხანძარი სწრაფად გავრცელდა – საცხოვრებელი სახლი დაიწვა

17:57; 28.02.2026
საზოგადოება

მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

17:32; 28.02.2026
მსოფლიო

რუსეთი ირანზე დარტყმებზე: მოვითხოვთ, რომ სიტუაცია დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას

17:10; 28.02.2026
მსოფლიო

ავაიადარტყმების შედეგად ირანში დაღუპულთა რიცხვი იზრდება

16:50; 28.02.2026
მსოფლიო

ფონ დერ ლაიენი: ირანში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია

16:19; 28.02.2026
მსოფლიო

სხვადასხვა ქვეყნის ავიაკომპანიები ახლო აღმოსავლეთში რეისებს აუქმებენ

16:03; 28.02.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჩემი მიზანი ირანში ხალხის თავისუფლებაა

15:43; 28.02.2026
მსოფლიო

აბუ-დაბიში ირანის სარაკეტო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

14:30; 28.02.2026
სამართალი

არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე დედა დააკავეს

14:29; 28.02.2026
საზოგადოება

“საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!”- ისრაელში საელჩო განცხადებას ავრცელებს

14:12; 28.02.2026
პოლიტიკა

პენიტენციური სამსახური ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

13:34; 28.02.2026
საზოგადოება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება- რამდენი დარღვევაა გამოვლენილი

13:29; 28.02.2026
საზოგადოება

“უამინდობამ მაღალი და საშუალო ძაბვის ელექტროქსელი დააზიანა”- რას აცხადებს “ენერგო-პრო ჯორჯია”

13:24; 28.02.2026
საზოგადოება

ილია მეორე: გამორჩეული სასულისერო პირი გარდაიცვალა

13:13; 28.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო