https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ბილი ჯოელი, თბილისი და დაუგეგმავი ჯემსეიშენი

14:08; 15.08.2015
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

1987 წლის 23 ივლისს, თბილისის საოპერო თეატრის წინ ხალხმრავლობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ღონისძიებისათვის არც ბილეთები გაყიდულა და არც რეკლამა გაკეთებულა, მრავალი ადგილობრივი მელომანი ისედაც გადაჭედილ დარბაზში შესვლას ცდილობდა. ვინ იყო ის მუსიკოსი, რომელმაც საქართველოს დედაქალაქში ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია? ამერიკელი მომღერალი ბილი ჯოელი ის მაგნიტური მიზიდულობის ძალა აღმოჩნდა, რომელმაც იმ ცხელ თბილისურ საღამოს მთელი ქალაქი ოპერის თეატრთან მიიყვანა.

დაუგეგმავი ჯემსეიშენი (კამერული მუსიკალური შეკრება, მუსიკოსთა "დიალოგი" და არა კონცერტი) საათი და ათი წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ეს ღონისძიება ჯოელის პროგრამით თავიდან გათვალისწინებული არც კი იყო. მუსიკოსი იმ დღეებში სსრკ-ში გასტროლებზე იმყოფებოდა და მოსკოვსა და ლენინგრადში (იმდროინდელი სანკტ-პეტერბურგი) სამ-სამი კონცერტი უნდა ჩაეტარებინა. მას რამდენიმედღიანი "ფანჯარა" გამოუჩნდა და თბილისში გამოემგზავრა. "მე ბევრს მიამბობდნენ საქართველოზე, ეხლა კი ყველაფერს საკუთარი თვალით ვიხილავ. ძალიან მაინტერესებს ქართული ხუროთმოძღვრული და კულტურული ძეგლები"—განაცხადა მუსიკოსმა.

სანამ ბილი ჯოელის თბილისურ სტუმრობას გავიხსენებდეთ, მოკლედ შეგახსენებთ ამ მომღერლის ბიოგრაფიას. ის 1949 წელს, ნიუ-იორკის ერთ-ერთ რაიონში, ლონგ-აილენდში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში საფორტეპიანო მუსიკის კლასიკური განათლება აქვს მიღებული, მან თავისი შემოქმედებითი გზა მაინც სასკოლო როკ-ჯგუფებში დაიწყო. გამოდიოდა ნიუ-იორკის სხვადასხვა როკ-ანსამბლებთან ერთად. ცოტა ხნის შემდეგ, ლოს-ანჟელესს მიაშურა, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბარში მუშაობდა პიანისტად.

პირველ წარმატებას 1977 წელს მიაღწია, როდესაც გამოსცა ალბომი „უცნობი“, საიდანაც რამდენიმე კომპოზიციამ იმ წლების ათეულებში პირველი ადგილები დაიკავა. ამ ხნიდან მოყოლებული, ბილი ჯოელის სახელი მსოფლიოს მუსიკის მოყვარულებს პირზე აკერიათ. 1983 წელს ცნობილ ჯაზ-როკ ჯგუფ „უეზერ რიპორტთან“ ერთად ბილი ჯოელი წლის საუკეთესო მუსიკოსად აღიარეს. 1985 წელს მონაწილეობა მიიღო ცნობილ ჩანაწერში "ჩვენ ვართ მსოფლიო“. საკუთარი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ჯოელი მოდას არასოდეს აყოლია და თავისი სტილისათვის არ უღალატია. ის მღერის მელოდიურ ბალადებს და აგრესიულ როკსაც. ჟურნალმა "როლინგ სთოუნზმა" მას შუალედური ადგილი მიაკუთვნა ბარი მანილოვსა და პოლ მაკარტნის შორის. ბილი ჯოელი თავის კერპად დღემდე რეი ჩარლზს აღიარებს. საქართველოში ძალიან პოპულარულია რეი ჩარლზთან ერთად შესრულებული მისი სიმღერა „ბეიბი გრანდ“.

თბილისში ჩამოსვლისთანავე, ამერიკელი მუსიკოსი მოიხიბლა ქართული სტუმართმოყვარეობით. მან მოინახულა მცხეთა და სვეტიცხოველი, სადაც სანთლებიც დაანთო. იყო ჯვარზე, სადაც ქართველ მომღერლებთან ერთად ღია ცის ქვეშ რამდენიმე სიმღერა შეასრულა. ოჯახთან ერთად რამდენჯერმე გაისეირნა თბილისის ქუჩებში.

იმპროვიზებული კონცერტის იდეა 22 ივლისს, მცხეთაში ექსკურსიისას გაჩნდა. მანამდე გადაწყვეტილი იყო ერთგვარი ჯემ-სეიშნის მოწყობა ვიწრო წრისათვის, მაგრამ რაკი ამერიკელთა ტელეგადამღებმა ჯგუფმა ორი ნომრის გადაღება მოინდომა, ამერიკელ და ქართველ მუსიკოსთა მონაწილეობით, გადასაღებ მოედნად ოპერას თეატრის სცენა აირჩიეს.

კონცერტი თბილისელი მაყურებლისთვის რამდენადმე უჩვეულო გარემოში ჩატარდა: ოპერას სცენა გადასაღებ მოედნად ქცეულიყო. აქ იყვნენ ქართველი მომღერლები, თარჯიმნები, ჯოელის თანხმლებნი, საქართველოს ტელევიზიის წარმომადგენლები.

საღამოს შვიდ საათზე, ჯოელი როიალს მიუჯდა და სცენაზე გამეფებულ ქაოსში, პირველი აკორდებისთანავე სრული წესრიგი დამყარდა. მუსიკოსი დარბაზს მალევე გაუშინაურდა, შემდეგ თარჯიმანი მოიხმო და მაყურებელს მიმართა, რომ მისი ბენდის ნაწილი მოსკოვში იმყოფებოდა, ამიტომ ამ კონცერტში  ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ბასისტი, თამაზ ყურაშვილი მიეხმარებოდა. მუსიკოსმა დარბაზს თბილისში მყოფი საკუთარი ბენდის წევრებიც გააცნო: მარკ რივიერა (საქსოფონი), ლიბერტო დევიტო (დასარტყმელი ინსტრუმენტები) და ორი ვოკალისტი, პეტერ ჰიულეტი და ჯორჯ სიმსი.

ჯოელის მიერ შესრულებული პირველი კომპოზიცია “ნიუ-იორკის განწყობილება” აღმოჩნდა. მუსიკოსი და მისი ბენდის წევრები ისე ძალდაუტანებლად, ისე უშუალოდ იქცეოდნენ მიკროფონებთან, თითქოს მართლა ქალაქურ სცენას უყურებდი, თითქოს ბროდვეიზე, გნებავთ რუსთაველის პროსპექტზე, ძველი მეგობრები დამდგარიყვნენ და ცდილობდნენ ლამაზი გოგონების ყურადღება მიექციათ.

მერე ბილი ჯოელმა სცენაზე მყოფი ქართველი მომღერლები წინ გამოიხმო. საქართველოს ტელევიზიის ფოლკლორულმა ანსამბლმა "ჟურნალისტმა", "ოდოია"იმღერა. შემდეგ, ანსამბლის წევრებმა—გოგი დილიძემ, თემურ ჭკუასელმა, დათო აბესაძემ, ზურაბ ლოლაძემ, გია ჭირაქაძემ, თამაზ ელიავამ, ნუგზარ გამგებელმა და სოსო ზვიადაურმა, ბილი ჯოელისა და მისი ბენდის წევრებს ხელი გადახვიეს და "მრავალჟამიერი"დააგუგუნეს. მათთვის ასეთი უჩვეულო სიმღერის შესრულებისთვის, თბილისელი მსმენელი დიდხანს რომ უკრავდა ტაშს.

ამის შემდეგ, ამერიკელებმა "სიმღერა ჯონ ბრაუნზე" წამოიწყეს, ახლა უკვე ქართველები აყვნენ. "მე თბილისში ბრწყინვალე მუსიკოსები და მომღერლები გავიცანი და ჩემი ბენდის წევრებთან ერთად მოხარული ვარ, რომ საშუალება მეძლევა მათთან ერთად ვიმღერო" – განაცხადა ბილი ჯოელმა. ჯემ-სეიშნში თამაზ ყურაშვილთან ერთად მონაწილეობდნენ მისი ჯგუფის წევრები: ზურაბ რამიშვილი (ფორტეპიანო), დიმიტრი სალაძე (საყვირი) და დავით მასტერანოვი (გიტარა).

კონცერტის დასასრულს, ბილი ჯოელმა შეასრულა თავისი ერთ-ერთი პოპულარული კომპოზიცია – "ისეთი, როგორიც ხარ". "ამ სიმღერას ვუძღვნი ყველას, ვინც მე ამ ორი დღის განმავლობაში გავიცანი საქართველოში, ვისაც დავუმეგობრდი, ყველას, ვინც ახლა ამ დარბაზშია…"

კონცერტი ზუსტად რვა საათზე დასრულდა. თუმცა ბილი ჯოელმა, რომელიც ყველა პირობისა თუ შეთანხმების ზუსტად დაცვას არის ჩვეული, ქართველ მაყურებელს ხათრი ვეღარ გაუტეხა და ერთი სიმღერაც შეასრულა.

კონცერტის შემდეგ, ჯოელი და მისი მეგობრები თამაზ ყურაშვილის სტუმრები იყვნენ. საქართველოდან გამგზავრების წინ, ამერიკელმა მუსიკოსმა შემდეგი განაცხადა: "ქართველი ხალხის მდიდარ კულტურაზე ადრეც ბევრი გამეგო.. გაოცებული ვარ თქვენი ფოლკლორით და ამ წუთში რომ დავფიქრდები, თუ სად ვიმყოფებოდი, სიხარულის ჟრუანტელი მივლის".

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

„ხანძარი“

11:28; 22 თებერვალი, 2026
ზაფრანი

„კაპუტ, კაპუტო…“

11:21; 22 თებერვალი, 2026
ზაფრანი

„ავტოგრაფი“

11:18; 22 თებერვალი, 2026
ზაფრანი

ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ზოდიაქოს ნიშნები

18:16; 21 თებერვალი, 2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ორი იშვიათი წყვილი

13:28; 21 თებერვალი, 2026

მრავალუჯრედიან ორგანიზმებს ჟანგბადის გარეშე ცხოვრება შეუძლიათ

მკვლევარებმა ქალის სიცოცხლის გახანგრძლივების ფორმულა დაადგინეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

“საპირფარეშოში იმშობიარა და ბავშვს ყელი გამოჭრა” _ შემზარავი ფაქტი ბათუმში

19:28; 22.02.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

15:53; 22.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე _ შეფერხებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი გზა

15:22; 22.02.2026
საზოგადოება

“უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა… გარდაცვლილებს შორის ორი არასრულწლოვანია… ნათესავები არიან”

12:39; 22.02.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში

11:48; 22.02.2026
სამართალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანი დაიწვა, მათგან ორი არასრულწლოვანია

11:43; 22.02.2026
სამართალი

“დაზარალებულს  და მის დედას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა”

11:36; 22.02.2026
ზაფრანი

„ხანძარი“

11:28; 22.02.2026
სპორტი

მესხის ფინტი

11:25; 22.02.2026
ზაფრანი

„კაპუტ, კაპუტო…“

11:21; 22.02.2026
ზაფრანი

„ავტოგრაფი“

11:18; 22.02.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:22; 22.02.2026
სამართალი

“ეს რა ვნახე”- მძიმე ავარიის დეტალები

18:36; 21.02.2026
კულტურა

დათა თავაძე: მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე!

18:29; 21.02.2026
ზაფრანი

ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ზოდიაქოს ნიშნები

18:16; 21.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო