ავსტრალიის პარლამენტში გეი ქორწინების შესახებ კანონპროექტის განხილვას მთავრობის წევრებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
BBC-ის ინფორმაციით, მთავრობა მხარს უჭერს მხოლოდ ქალისა და კაცის დაქორწინებას.
პრემიერ-მინისტრის, ტონი აბოტის განცხადებით, 2016 წლის არჩევნებამდე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობის ნებაყოფლობითი გამოკითხვა უნდა ჩატარდეს.
როგორც ცნობილია, ავსტრალიის ქორწინების აქტი განსაზღვრავს კავშირს მხოლოდ კაცსა და ქალს შორის, თუმცა გასულ წლებში ჩატარებული გამოკითხვების შედეგად 72-მა პროცენტმა ერთსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა.
„იყო გეი არ არის ცხოვრებისეული წესის არჩევანი. ჩვენ ხელს შევუწყობთ ერის შუაზე გაყოფას, თუ გავაგრძელებთ ქორწინების დისკრიმინაციას პირის სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, “ _ განაცხადა სხდომაზე ქვინსლენდის დეპუტატმა და კანონპროექტის წარმდგენმა, უორენ ენტსჩმა.