დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რამდენიმე მუნიციპალიტეტს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ელექროენერგიის მიწოდება 12:00 საათიდან 14:00 საათამდე ხაშურის მუნიციპალიტეტის 565 აბონენტს შეუწყდება; 12:00 საათიდან 14:00 საათამდე – გარდაბნის მუნიციპალიტეტის 9316 აბონენტს.
ასევე, ქვესადგურზე "მენჯი 220" დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, შეზღუდვა შეეხება: 05:00 საათიდან 07:00 საათამდე აბაშის, მარტვილის, ხობისა და სენაკის რაიონების 33614 აბონენტს;
20 აგვისტოს, 05:00 საათიდან 08:00 საათამდე აბაშის რაიონის 3500 აბონენტს, მარტვილის რაიონის 3700 აბონენტს, სენაკის რაიონის 2100 აბონენტს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღუდგებათ.
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შეფერხების გამო.





























































