ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, ტურისტულ ცენტრში, სადაც ასევე ინდუისტური ტაძარიც მდებარეობს აფეთქება მოხდა.
THE WASHINGTONPOST-ის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 127 დაშავდა, 30 ადამიანი კი დაიღუპა, მათ შორის 8 უცხო ქვეყნის მოქალაქე.
ადგილობრივი პოლიციის თქმით, შემთხვევის ადგილზე სამი ასაფეთქებელი მოწყობილობაა აღმოჩენილი, რომელთა გასანეიტრალებლად გამნაღმველები მუშაობენ.
მომხდართან დაკავშირებით, ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა, პრაიუტ ჩან-ოჩამ განაცხადა, რომ დედაქალაქ ბანგკოკში მომხდარი აფეთქება ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სერიოზული თავდასხმაა.
ამ დროისთვის უცნობია თუ ვინ განახორციელა თავდასხმა, თუმცა პოლიცია ეძებს სავარაუდო ეჭვმიტანილს, რომელიც ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს.