ცნობილი იტალიელი მსახიობი და მოდელი, ამჟამად 36 წლის ელიზაბეთ კანალისი თავის დროზე იტალიელ ფეხბურთელთა შთაგონების მთავარი წყარო იყო და ამ წყაროს რიგრიგობით ფილიპო ინძაგი, ალესანდრო ნესტა, დიდიე დროგბა და კრისტიან ვიერი ეწაფებოდნენ. ყველაზე ბოლოს სწორედ ეს უკანასკნელი შემორჩა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ვიერიმ განაცხადა, კანალისის ცოლად მომყვანი არ ვარო, კანალისი გაებუტა და რომანი ცნობილ ამერიკელ მსახიობთან, ჯორჯ კლუნისთან გააბა. უფრო მეტიც, თავის დროზე კლუნიმ მსახიობი ამერიკაში წაიყვანა და დიდი ალბათობით, მის ცოლად მოყვანასაც აპირებდა, თუმცა… იტალიელი დიაცი კვლავ ცხოვრების მეგზურის გარეშე დარჩა.
ცოტა ხნის წინ ქალბატონი ელიზაბეთის დაქალმა, ასევე მოდელმა კარინ მენადმა სენსაციური განცხადება გააკეთა.
"რამდენიმე წლის წინ მე და კანალისი რეგულარულად ვიღებდით ნარკოტიკებს და ამას ძირითადად ღამის ბარებში ვაკეთებდით. ვიცი რომ ელიზაბეთი ნარკოტიკებთან ამჟამადაც ახლო ურთიერთობაში იმყოფება".
რასაკვირველია ამ საქმით იტალიური პოლიცია უკვე დაინტერესდა. კარინს ჯარიმის სახით ოთხი ათასი ევრო გადაახდევინეს, ხოლო ამჟამად საფრანგეთში დასასვენებლად მყოფ კანალისს დაემუქრნენ, იტალიაში დაბრუნებისთანავე დაგიჭერთო.