რამდენიმე წუთის წინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამგებელთან ზაზა ურუშაძესთან და გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან კახა ებრალიძესთან შეხვედრაზე მერაბ ჟორდანია იმყოფებოდა.
საუბარი დახურულ კარს მიღმა შედგა. შეხვედრიდან გამოსულმა მერაბ ჟორდანიამ ჟურნალისტებთან მხოლოდ მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის პოსტის დასაკავებლად.