გასულ შაბათს, ურეკში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახაშვილი იმყოფებოდა. სამინისტრომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად დაბა ურეკში, წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა დაიწყო.
მედიისთვის მინისტრის ჩამოსვლის შესახებ არავის უცნობებია. მინისტრის ვიზიტმა ურეკში ჟურნალისტების გარეშე ჩაიარა.
"მინისტრი იმყოფებოდა შვებულებაში. მისი არაოფიციალური ვიზიტი იყო გურიაში და ამიტომ მედიისთვის არ შეგვიტყობინებია." – გვითხრა ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ.