ბერძნებმა ციპრასის სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ შეშფოთება გამოთქვეს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ხალხი შეშფოთებულია, რადგან მესამე სესხის ხელშეკრულება ქვეყანაში პენსიების შემცირებასა და დამატებითი ღირებულებების გაზრდას გამოიწვევს.
"ეს არ არის კარგი ნაბიჯები ჩვენი ქვეყნისთვის, მოვლენები ძალიან სწრაფად მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვაქვს ღირებული არჩევნის გაკეთების საშუალება."–განაცხადა ადგილობრივმა მკვიდრმა ალექსანდროს ბრილისმა.
ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, არჩევნები ნაადრევია და ციპრასი არ უნდა გადამდგარიყო.
"ხალხმა გადაწყვეტილება რვა თვის უკან მიიღო, რეფერენდუმი დაახლოებით თვენახევრის წინ გაიმართა. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ნაადრევი. ხელისუფლება უნდა გაგრძელდეს და არჩევნები უნდა გადაიდოს."_განაცხადა საბერძნეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ.
სირიზას ერთ-ერთმა ამბოხებულმა დეპუტატმა, დიმიტრის სტრატოულისმა მინიშნება გააკეთა, რომ პარტია საარჩევნოდ ორად გაიყოფა და იმ დეპუტატებით დაკომპლექტდება,რომლებმაც კრედიტორებთან მიღწეულ შეთანხმებას მხარი არ დაუჭირეს.