საბერძნეთის მმართველი პარტიის გუნდმა ციპრასის გადადგომის შემდეგ ცალკე პარტიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
BBC-ის ინფორმაციით, ახალ პარტიას "პოპულარული ერთობა" ერქმევა.
როგორც ცნობილია, ახალ პოლიტიკურ ძალას სათავეში ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, პანაიოტის ლაფაზანისი ჩაუდგება.
გავრცელებული ინფორმაციით, სირიზასგან გამოყოფილ იმ დეპუტატებს,რომლებმაც კრედიტორებთან მიღწეულ შეთანხმებას მხარი არ დაუჭირეს, 25 ადამიანი შეუერთდება.
BBC-ის ცნობით, სირიზამ გასულ იანვარში გამართული არჩევნების შედეგად საბერძნეთის 300 ადგილიანი პარლამენტის 149 სკამი შეავსო, 76 ადგილი კი კონსერვანტების ახალ დემოკრატიულ პარტიას ერგო.
როგორც ცნობილია, ციპრასმა სწორედ ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერით შეძლო კენჭისყრაზე კრედიტორებთან მიღწეული შეთანხმების დადებითად გადაწყვეტა,როდესაც სირიზას 40-მა პროცენტმა მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა.
გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი არჩევნებამდე კოალიციაში შესვლას არ აპირებს.