NASA ინტერნტეტში გავრცელებულ ჭორებს,თითქოს 15-28 სექტემბრის ჩათვლით დედამიწას ასტეროიდის შეჯახება ემუქრება, არ ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ასტეროიდის შეჯახება ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო ზოლს, ატლანტიკის ოკეანის სანაპიროს, სპარსეთის ყურესა და მექსიკას განადგურებით ემუქრება.
"გურია ნიუსი" NASA-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული გამოხმაურების თარგმანს გთავაზობთ:
"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დედამიწას მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში ასტეროიდი უნდა შეეჯახოს ჭორია და ამის დამადასტურებელ ფაქტებს გაგაცნობთ.
მეცნიერულად არ არსებობს არანაირი საფუძველი,რომ დედამიწაზე რომელიმე ასტეროიდი ან ციური ობიექტი გავლენას მოახდენს,"_ განაცხადა NASA-ს მენეჯერმა, პაულ ჩოდასმა.
NASA-ს დედამიწასთან ახლოს მყოფი ობიექტების დაკვირვების პროგრამის მიხედვით, არ არსებობს არცერთი ასტეროიდი ან კომეტა, რომელიც უახლოეს მომავალში დედამიწას რაიმე საფრთხეს შეუქმნის, ხოლო რაც შეეხება პოტენციურად ყველაზე საშიში ასტეროიდების გავლენას მომდევნო 100 წლის მანძილზე რისკი 0.01%-ზე დაბალია.
როგორც ცნობილია, ცენტრში ასტრონომები და მეცნიერები ერთდროულად მუშაობენ, რომ ტელესკოპის მეშვეობით აღმოჩენილი ასტეროიდების ტრაექტორია განსაზღვრონ.
"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და ალბათ ეს არ იქნება ბოლო შემთხვევა," _ განაცხადა ჩოდასმა.
NASA-ს მენეჯერის თქმით,დედამიწის განადგურების შესახებ ჭორები 2011 და 2012 წლებშიც გავრცელდა,რასაც NASA ანალოგიურად გამოეხმაურა.
"ისევ და ისევ, მინდა აღვნიშნო, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ასტეროიდის ან ნებისმიერი სხვა ციური სხეულის დედამიწის მიმართულებით არ მოემართება და არანაირ საფრთხეს უქმნის," _ განაცხადა ჩოდასმა.
როგორც NASA-ს ცენტრში აცხადებენ, არსებობს ასტეროიდები და კომეტები, რომლებიც დედამიწიდან 30 მილიონი მილის მოშორებით ჩაივლიან და მეტეორების უმეტესობა ცაშივე იწვება.