თურქეთი ბრიტანულ სამაუწყებლო კომპანია BBC-ის ტერორიზმის მხარდაჭერასა და ქურთული მუშათა პარტიის (PKK) პროპაგანდაში ადანაშაულებს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებლზე შეტევა ოთხშაბათს გასული გადაცემის შემდეგ დაიწყო.
როგორც ცნობილია, BBC-ის ღამის ეთერში გასული გადაცემა ქურთ და იეზდ ქალებს ეხებოდა, რომლებიც ჩრდილოეთ ერაყში PKK-ს სასწავლო ცენტრში იმყოფებიან. რეპორტაჟის თანახმად, სასწავლო ცენტრს ქალების დაახლოებით 40 პროცენტი „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების ტყვეობის შემდეგ შეუერთდა.
„მსგავსი გადაცემა იმ ორგანიზაციის შესახებ, რომელიც ბევრ ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაშია შეყვანილი, განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში, არის ტერორიზმის ღია მხარდაჭერა, “ _ ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების შესაბამისად, BBC-ის ბრალი ედება ქურთული მუშათა პარტიის უდანაშაულო ორგანიზაციად გამოცხადებაში, რომელსაც სხვა ტერორისტული ორგანიზაცია ებრძვის.
EURONEWS-ის ცნობით, ბრიტანულ საზოგადოებრივ მაუწყებელს ადრეც აკრიტიკებდნენ, რომ ტერმინ „ტერორიზმს“ თავშეკავებით არ იყენებდა, იმ მოტივით, რომ ტერმინი შეიძლება სუბიექტური იყოს.


























































