ხვალ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარის არჩევა უნდა მოხდეს.
ეს მას შემდეგ გახდა საჭირო, როდესაც ამავე კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, შოთა ართმელაძე სამართალდამცავებმა დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია რას მიუსჯიან ართმელაძეს, პირველი სასამართლო პროცესი სექტემბრის დასაწყისში არის ჩანიშნული.
"ქართულმა ოცნებამ" თავმჯდომარის პოსტზე შრომის დეპუტატის, დავით ჭანკელაძის კანდიდატურას აყენებს. ამ ეტაპზე უცნობია თუ ეყოლება თუ არა ჭანკელაძეს კონკურენტი.