ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ შუასოფელში მამაკაცის მკვლელობისთვის ერთი პირი დააკვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი გარდაცვლილის მეზობელი ცოლ-ქმარია. სავარაუდოდ, ეჭვმიტანილმა მამაკაცი ხევში გადააგდო და იქვე მდინარესთან ქვიშაში დამარხა.
სოფელ შუასოფელში გარდაცვლილი მამაკაცი მდინარის პირას სილაში ჩამარხული იპოვეს. ამ დროისთვის ცხედრის ექსპერტიზა მიმდინარეობს .
მამაკაცს 21 აგვისტოდან ეძებდნენ.