შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გათანაბრებული ქულებისა და სკლაირების წესის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
გათანაბრებული ქულის გამოთვლის წესი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, სკალირება შემდეგი მეთოდით ხდება:
-
პირველ ეტაპზე ხდება ერთი საგამოცდო ტესტის სხვადასხვა ვარიანტში აბიტურიენტის მიერ
მიღებულ ქულებს შორის შესაბამისობის დადგენა და მათი გათანაბრება, -
მეორე ეტაპზე – თითოეულ საგამოცდო საგანში გათანაბრებული ქულების სტანდარტიზება და საერთო სკალაზე განთავსება.
ცენტრის ინფორმაციით, ეს მეთოდი საშუალებას იძლევა შევადაროთ ერთმანეთს იმ აბიტურიენტთა ქულები, რომელთაც ერთი საგამოცდო ტესტის სხვადასხვა ვარიანტი შეასრულეს. გარდა ამისა, სკალირების მეთოდების გამოყენებით უფრო ბუნებრივია სხვადასხვა საგანში მიღებული ქულების შეკრება მათი ერთ სტანდარტულ სკალაზე განთავსების შემდეგ.