საბერძნეთის პრეზიდენტი პავლოპოლოსი ახალი პარტიის ლიდერს შეხვდა და მას მანდატი გადასცა.
EURONEWS-ის ცნობით, პანაგიოტის ლაფაზანისი სამი დღის განმავლობაში ცდილობდა ახლად შექმნილი პარტიიის პოპულარიზაციას, თუმცა ვერ მიაღწია.
საბერძნეთისთვის ევროზონის ლიდერებისგან მესამე მასტიმულირებელი სესხის გამოყოფის საკითხზე შექმნილმა პოლიტიკურმა გაურკვევლობამ პრემიერ-მინისტრის გადადგომა გამოიწვია.
მანდატის მიღების შემდეგ, პანაგიოტის ლაფაზანისმა განაცხადა, რომ ისინი მანდატს ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენებენ.
„ჩვენ ამ მანდატს გამოვიყენებთ,რომ დავანახოთ ხალხს რა არის კარგი და მუდმივად მასტიმულირებელი პაკეტის მოწინააღმდეგეები ვიქნებით“, _ განაცხადა ლაფაზანისმა.
როგორც ცნობილია, ოპოზიციურმა პარტიებმა ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი ქვეყნის კატასტროფამდე მიყვანაში დაადანაშაულეს.
თუმცა მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა ალექსის ციპრასი ვარაუდობს, რომ მესამე სესხის მიღების შემდეგ, რაც საზოგადოება შედეგებს დაინახავს მოსალოდნელია არჩევნებში გაიმარჯვოს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ საკუთარი მთავრობა შექმნას.































































