სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეამ სამხედრო კონფლიქტის აღმოფხვრის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. აღნიშნულ ინფორმაციას DAILY SABAH-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები სასაზღვრო სოფელ პანმუნჯომში შეხვდნენ.
როგორც ცნობილია, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის ვითარება რამდენიმე დღის წინ დაიძაბა, როდესაც ჩრდილოეთ კორეამ საზღვარზე ცეცხლი გახსნა,რასაც სამხრეთ კორეაში მოსახლეობის ევაკუაცია და საპასუხო ცეცხლის გახსნა მოჰყვა.
გავრცელებული ცნობით, ჩრდილოეთ კორეის 70-მდე წყალქვეშა გემი უცნობ ადგილას იყო განთავსებული, ხოლო არტილერია ჩრდილოეთ კორეის მხარეს გაორმაგებული იყო. გარდა ამისა 20 მოიერიშე ხომალდი დასავლეთის საზღვარზე იყო მობილიზებული.
შეთანხმების ფარგლებში სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ პროპაგანდას შეწყვეტს.































































