რუსეთში უცხოური ბრენდების სარეცხი საშუალებები გაყიდვიდან იმ მიზეზით ამოიღეს, რომ ისინი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. აღნიშნულ ინფორმაციას DAILY SABAH-ი ავრცელებს.
რუს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ინსპექტირების შედეგად Colgate-ის , Palmolive-ის და Procter & Gamble-ის პროდუქციაში ტოქსიკური ნივთიერებების მაღალი დონე აღმოაჩინეს.
როგორც ცნობილია, მოსკოვმა იმ ქვეყნებიდან აკრძალა საკვების იმპორტი, რომლებმაც უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა, თუმცა სარეცხი საშუალებების იმპორტი არ აუკრძალია.
გამოცემის ინფორმაციით, კომპანიები, რომლის ნაწარმშიც რუსების მტკიცებით ტოქსიკური ნივთიერებების შემცველობის დონე მაღალია, ბრალდებებს ჯერ არ გამოხმაურებიან.































































