კოსტარიკაში, სამართალდამცავებმა მტრედი დააკავეს, რომელსაც პატიმრებისთვის ნარკოტიკული ნივთიერებები მიჰქონდა. აღნიშნულ ინფორმაციას, NEW YORK DAILY NEWS-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მესაზღვრეებმა შენიშნეს, რომ მტრედს მკერდზე ჩამოკიდებული შავი ჩანთა ჰქონდა.
ციხის დირექტორის, პოლ ბეტოზის განცხადებით, მესაზღვრეებს ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ჩანთა ჩამოკიდებული მტრედი ციხის ღია ადგილას დაინახეს.
მისივე განცხადებით, მტრედი დავალების შესასრულებლად გაწვრთნილი იყო.
"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მტრედი ნარკოტიკებთან ერთად დავაკავეთ, მსგავსი რამ, შესაძლოა, კიდევ განმეორდეს. ჩვენ გაფრთხილებულები ვართ, "_ განაცხადა ციხის დორექტორმა.
როგორც ცნობილია, მტრედს გაჩხრეკის შედეგად ჩანთაში კოკაინი და კანაფი აღმოუჩინეს.
გამოცემის უწყებით, მიმდინარეობს გამოძიება ნარკოტიკების კონტრაბანდის მცდელობაზე პასუხისმგებელი პირის აღმოსაჩენად.
როგორც ცნობილია, მტრედს მიმდებარე სამაშველო ცენტრში გამოკვლევები ჩაუტარდა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ტომარამ მისი საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანება გამოიწვია.
როგორც ცნობილია, ადრე ციხეში ნარკოტიკების შეტანის მცდელობით კატა და ხვლიკიც დააკავეს.































































