26-27 აგვისტოს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივანი იანს სტოლტენბერგი ეწვევა.
ნატო-ს გენერალური მდივნის რანგში ეს იენს სტოლტენბერგის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.
ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. გენერალური მდივანი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.
27 აგვისტოს კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინაუგურაცია. ნატოს გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულს, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა.
ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში განიხილება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული საკითხები და ამ მიმართულებით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები.