28 053 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა _ ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძრვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა.
მისივე ინფoრმაციით 6555-მა სხვადასხვა პროცენტიანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.
მიმინoშვილის თქმით წელს აბიტურიენთა რიცხვი ვაკანტურ ადგილებზე ნაკლები იყო და შესაბამისად 18 ათასი ადგილი თავისუფალი დარჩა.
ყველაზე მეტი ადგილები ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეივსო.
აგრარულ უნივერსიტეტში 420 ადგილი იყო და ყველა შევსებულია; თავისუფალ უნივერსიტეტში 453 ადგილიდან 2 დარჩა ვაკანტური; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული 3881 ადგილიდან 225 ვაკანტური დარჩა; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2667 ადგილიდან 208 ვაკანტური ადგილი დარჩა.