ერთიანი ეროვნული გამოცდების ოფიციალური შედეგები დღეს გამოქვეყნდა. ამ წუთის მონაცემებით, ოზურგეთში 100%-იანი გრანტის მფლობელები გახდნენ: პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებული თამთა ანდღულაძე; მეოთხე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები _ მარიამ დარჩია და დავით ქარჩავა; მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები _ ზუკა ჭანუყვაძე, თორნიკე სურგულაძე და რევაზ ირემაძე; ბახვის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნატო ბაჯელიძე; სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული სალომე მიქატაძე და სოფელ ჯუმათის სკოლის კურსდამთავრებული გიორგი მეგრელაძე.
აღსანიშნავია, რომ ნატო ბაჯელიძე, გიორგი მეგრელაძე და სალომე მიქატაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტისგან ჯილდოს სახით 3000-3000 ლარს მიიღებენ.
ამავე თემაზე: 100%-იანი გრანტი პირველი საჯარო სკოლის ოთხ კურსდამთავრებულს; ლანჩხუთელი სტუდენტები, რომლებმაც სახელმწიფოს გრანტი მოიპოვეს