რუსეთი ნატო-საქართველოს სასწავლო ცენტრის გახსნას გამოეხმაურა და მას პროვოკაცია უწოდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTER ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ რუსეთს მიაჩნია დასავლურ სამხედრო ალიანსისა და თბილისის ურთიერთობების გაძლიერება, რეგიონში უსაფრთხოების გაუარესებას გამოიწვევს.
როგორც ცნობილია, ნატო-მ განაცხადა, რომ ახალი სასწავლო ცენტრის გახსნა საქართველოში ხელს შეუწყობს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ალიანსის წევრ ქვეყნებთან დაახლოებას.