ოზურგეთის მშენებარე სპორტულ კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში განახლდება.
სამართალდამცავები და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები სპორტულ კომპლექსში იმყოფებოდნენ. აღირიცხა შენობის ქონება და შესაბამისი, აღწერის ოქმიც შედგა. ამიერიდან შენობა დაცვაზე იქნება აყვანილი და მას ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ.
რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სპორტული კომპლექსი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სპორტული კომპლექსი ოზურგეთელებისთვის მნიშვნელოვანი სპორტული პრიორიტეტებით დაიტვირთება.
(R)