შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 5 პირი: 1992 წელს დაბადებული კახაბერ ფ, 1984 წელს დაბადებული გიორგი გ, 1976 წელს დაბადებული დავით ტ, 1972 წელს დაბადებული ზაური გ. და 1987 წელს დაბადებული ზურაბ გ. ტყით უკანონოდ სარგებლობის, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ხე-ტყის ტრანსპორტირების და ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე ამხილეს.
სამართალდამცველებმა ბორჯომის რაიონში მხილებულების კუთვნილი უკანონო სახერხი საამქროები დალუქეს და უკანონოდ მოპოვებული, წიწვოვანი ჯიშის, 6,68 კუბ.მეტრი სამასალე მერქანი, დაუფირნიშებელი წიწვოვანი ჯიშის, 4,2 კუბ.მეტრი ხის მრგვალი მორი და 25 კუბ.მეტრი დამუშავებული ფიცარი ამოიღეს.
გამოძიება ტყით უკანონოდ სარგებლობის, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ხე-ტყის ტრანსპორტირების და ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების უქონლობა ფაქტებზე მიმდინარეობს.