საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნული ნაკრებების 2015 წლის 4 სექტემბრის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეიდან, 2015 წლის 31 აგვისტოს დილის 11:00-დან დაიწყება. ბილეთები გაიყიდება ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე 31 აგვისტოს, 1, 2 და 3 სექტემბერს 11:00 – 18:00, ხოლო თამაშის დღეს 4 სექტემბერს 11:00 – დან მატჩის დაწყებამდე.
საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ფასი არის 10, 15 და 20 ლარი.