საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილსა და საგარეჯოში დაგეგმილი შუალედური არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" კანდიდატები წარადგინა.
პრემიერმა "ქართული ოცნების" ოფისში კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, რომ მარტვილში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი იქნება სოსო დანელია, ხოლო საგარეჯოში, საის ყოფილი თავჯდომარე – თამარ ხიდაშელი.
ცნობისთვის, საგარეჯოსა და მარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. ამ ორი რაიონის ამომრჩეველს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყავს, რადგან მარტვილის მაჟორიტარი ნაული ჯანაშია რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა, საგარეჯოს მაჟორიტარი თინა ხიდაშელი კი, თავდაცვის მინისტრი გახდა.
არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ.