ევროკავშირის წევრი ქვეყნების წამომადგენლები 14 სექტემბერს მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით იმსჯელებენ. შეხვედრაზე განიხილავენ მიგრანტების ევროპის ქვეყნებში არალეგალურად შემოსვლისა და სამშობლოში დაბრუნების საკითხსაც.
აღნიშნულ ინფორმაციას WASHINGTONPOST ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიაში არალეგალურად შესულმა მიგრანტების რიცხვმა წელს 800 000-სს გადააჭარბა, რაც გასულ წელთან შედარებით 4-ჯერ მეტია.
„მიგრანტების რიცხვის მაჩვენებელი გერმანიისთვის ძალიან მაღალია, თუ ეს ასე გაგრძელდა, მომავალ წელს მათმა რიცხვმა შესაძლებელია მილიონს მიაღწიოს,“_აცხადებს გერმანიის მთავრობის რწმუნებული დე მაიზიერი.
როგორც ცნობილია, ბანგლადეშიდან, სამხრეთი აფრიკის ქვეყნებიდან, სირიიდან და მაროკოდან ევროპისკენ მასიურად მოდიან, თუმცა მათი უმეტესობა გზაში იღუპება.