ნატო-მ და უკრაინამ ერთობლივი საზღვაო წვრთნა, სახელწოდებით "ზღვის ბრიზი 2015" დაიწყეს.
RTNEWS-ის ცნობით წვრთნა შავი ზღვის სანაპიროზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამერიკიდან, ბულგარეთიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, ბრიტანეთიდან, რუმინეთიდან, შვედეთიდან და მოლდოვადან 2 500 სამხედრო მიიღებს.
სამხედროები წვრთნას წყალქვეშა ნავებზე, ხომალდებზე, ვერტმფრენებზე, ავიაგამანადგურებლებზე და სხვა ჯავშანტექნიკის 150 სახეობაზე გაივლიან.
"სამხედრო სწავლება რეგიონში უსაფრთხოების და ნდობის გაზრდას ნიშნავს. ასევე უკრაინისა და ნატო-ს წევრ ქვეყნების ფლოტის შეთავსებას გამოიწვევს,"_ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
როგორც ცნობილია, ნატო-სა და უკრაინის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ოდესისა და ნიკოლაევსკის რეგიონებში, რაც არც თუ ისე შორსაა ყირიმისგან, დღეს დაიწყო და სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.