გურიის გუბერნატორის მოადგილის სოსო ერქომაიშვილის კაბინეტში გურიის ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის წევრები დრეს 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. შეხვედრას სუს-ის თანამშრომელი ირაკლი ანდღულაძეც ესწრებოდა.
ჩვენ კორესპონდენტებს შეხვედრაზე დასწრების საშუალება არ მისცეს.
ჩვენი წყაროს ცნობით გუბერნატორის მოადგილის კაბინეტში გურიის ფეხბურთი ფედერაციის პრეზიდენტის კახა ებრალიძის გადაყენების საკითხს განიხილავდნენ.
ებრალიძემ ცოტა ხნის წინ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად რევაზ არველაძე წარადგინა, რამაც გამგეობის წევრების უკმაყოფილება გამოიწვია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გუბერნატორის მოადგილემ პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი იყო. მისივე თქმით ფედერაციის გამგეობის წევრები მობრძანდნენ გუბერნატორთან და გუბერნატორმა მას დავაალა მათი მირება:
_ "შევეცადეთ, დავკავშირებოდით გურიის ფედერაციის ხელმძღვანელს. ამ მცდელობის შემდეგ, შედეგი, სამწუხაროდ, არის არადამაკმაყოფილებელი _ გურიის ფედერაციის ხელმძღვანელი არ გამოეხმაურა ჩვენს გამოძახილს, ჩვენი მცდელობა იყო უშედეგო" _ განაცხადა ერქომაიშვილმა.