საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„იცით რომ მთავრობა კონცენტრირებულია ეკონომიკაზე და ქმნის სამუშაო ადგილებს თითოული მოქალაქისთვის. სწორედ ეს მიზანი განსაზღვრავს ჩვენს საგარეო პოლიტიკას და შიგა ეკონომიკურ დღის წესრიგს, ამიტომ ამ ორი სფეროს კონსოლიდაცია ამ ეტაპზე არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ აღნიშნა ღარიბაშვილმა.