ვენესუელაში, ქალაქ ვალენსიასთან მდებარე ერთ-ერთ ციხეში ხანძარი გაჩნდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ციხეში მომხდარი ხანძრის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 11 დაშავდა. დაღუპულებს შორის 9 მამაკაცი და 8 ქალია.
პატიმრები ციხეში ხანძრის გაჩენის ვერსიად გაუმართავ ელექტროობას ასახელებენ. ციხის ადმინისტრაციის თქმით კი, პატიმრებმა არეულობის პროვოცირება ციხიდან გასაქცევად სცადეს, თუმცა, ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ექსპერტები დაღუპულთა ცხედრების იდენტიფიცირებას ცდილობენ.
როგორც ცნობილია, ვენესუელას ციხეში ლათინოამერიკელი კრიმინალები და მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები სხედან, რის გამოც ციხეში პატიმართა რაოდენობა გაზრდილია, თუმცა მათ უმეტესობას მალე სასამართლო პროცესი ელოდებათ.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.