ამერიკის შეერთებულ შტატებში, მახვეს უდაბნოში, ლოს-ანჯელესიდან ჩრდილოეთით 150 კილომეტრის დაშორებით, ცოტა ხნის წინ ჩატარდა ახალი რაკეტის ექსპერიმენტული ნიმუშის წარმატებული გამოცდა – რაკეტა ფრინდება და ჯდება ვერტიკალურად.
მომცრო უპილოტო რაკეტა, რომელმაც მიიღო სახელწოდება Xombie, რბილად მოსწყდა დედამიწას, ავიდა მოცემულ სიმაღლეზე და, ისე, რომ არ შეუცვლია ვერტიკალური მდგომარეობა, მსუბუქად გადაადგილდა, ჰორიზონტალურად, 50 მეტრზე. მანევრის დასრულების შემდეგ რაკეტა ასევე რბილად დაეშვა დედამიწაზე მითითებულ ადგილას. აპარატის ფრენა 67 წამს გრძელდებოდა.
რაკეტა შექმნეს კომპანია Masten space systems-ის სპეციალისტებმა. ისინი მუშაობენ კოსმოსური აპარატების ვერტიკალური დაჯდომის სისტემის დამუშავებაზე, რომლებიც მზის სისტემის კვლევებისთვის არის განკუთვნილი.
კომპანიამ 2013 წელს გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და "ნასასგან" საპრიზო თანხა – ერთი მილიონი დოლარი მიიღო. ერთი წლის შემდეგ სააგენტომ ამ ფირმისთვის კვლავ გამოყო თანხა, ამჯერად – 475 ათასი დოლარი, რაც 20-დან 107 კილომეტრ სიმაღლეზე მცირე ტვირთების გადატანის სისტემების გამოცდებს მოხმარდება.