აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზე დამყარებული იმედები დაიმსხვრა. აღნიშნულ ინფორმაციას UKRAINE TODAY ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, უკრაინელებსა და რუსების მიერ მხარდაჭერილ მეამბოხეებს შორის, ქალაქ სჩასტიაში შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც ორი უკრაინელი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მეამბოხეები უკრაინელებს თავს დაესხნენ.
მომხდარის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომელიც ძალაში 1 სექტემბერს შევიდა დაირღვა.
როგორც ცნობილია, უკრაინაში დონბასის რეგიონში 16 თვიანი ბრძოლის შედეგად 6 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.