ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირშიის მცხოვრებ 31 წლის თამარ შავაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
“თურქეთში, ქალაქ სტამბოლში დაგეგმილია ოპერაცია, რომლისთვისაც 22 000 დოლარზე მეტია საჭირო. საზოგადოებისთვის ჩემი შვილის ამბავი ახალი არ არის. მეტი გზა არ გვაქვს, ისევ საზოგადოების იმედად ვართ. ეს ოპერაცია მეტად საჭიროა ჩემი შვილისთვის“, _ გვითხრა მერი შავაძემ.
“ხშირად მეხმარებიან სამთავრობო სტრუქტურიდან, საზოგადოების წევრები. ამ ეტაპზე კიდევ ერთხელ უნდა ჩამიტარდეს ოპერაცია, რადგან ხელები უფრო მეტად ავამოქმედო. 17 წლის უკან მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, ვარ ოთხივე კიდურით პარალიზებული (მოჭრილი ხის დაცემის შედეგად). მოტეხილი მქონდა კისერი, კერძოდ V და VI მალა, ქუთაისში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, დღესდღეობით, ცოცხალი ვარ. მის შემდეგ ჩავიტარე რეაბილიტაციის კურსი უკრაინაში, რამაც რეზულტატი გამიუმჯობესა. ავამოძრავე ხელები, თუმცა, მტევნებს ვერ ვხმარობ, ამიტომ ვწერ წერილს მეგობრის დახმარებით. უკანასკნელ წლებში თურქეთში ჩავიტარე გამოკვლევები, სადაც დამისვეს დიაგნოზი _ ჩემი ავადმყოფობა განკურნებადია. 6 თვის წინ, თბილისში, წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში ჩავიტარე ღეროვანი უჯრედის გადანერგვა, რის შემდეგაც ჩემი მდგომარეობა გაუმჯობესდა და მგრძნობელობა წამოვიდა.ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც წლების განმავლობაში გადავიტანე“, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას თამარ შავაძე.
თამუნა შავაძის სახელზე „საქართველოს ბანკში“ გახსნილია ანგარიში, რომელზეც თანხის გადარიცხვა შეუძლია ყველას, ვისაც გოგონას დახმარების სურვილი აქვს..
მიმღები ბანკი: სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკი“;
ბანკის კოდი: BAGAGE22;
მიმღების დასახელება: შავაძე თამარი;
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE77BG0000000318014700.