უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 70-ე წლისთავი კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს იმის წარმოჩენას, რომ აგრესიული რუსეთი მსოფლმხედველობას ამახინჯებს უკრაინასთან ჰიბრიდული ომის წარმოებით.
აღნიშნულ ინფორმაციას SPUTNIKNEWS ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთმა გადამწყვეტი როლი შეასრულა მსოფლიოს ნაცისტური გერმანიის ოკუპაციისგან გათავისუფლებაში, თუმცა თავისი მსგავსება მასთან მალევე გამოავლინა.
"მეორე მსოფლიო ომის სისხლიანმა გაკვეთილმა უშედეგოდ არ უნდა ჩაიაროს, ისევე როგორც 70 წლის წინ, აგრესორის შეჩერება დღესაც ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი. ამ მიზეზით, დღეს როდესაც მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 70-ე წლისთავს აღვნიშნავთ და მილიონობით მსხვერპლს ვიხსენებთ, მოვუწოდებ თავისუფალი სამყაროს ყველა ადამიანს თამამად გამოვიდეს ფრონტზე აგრესორი რუსეთის დასაძლევად, რომელმაც უკრაინას ჰიბრიდული ომი გამოუცხადა", _ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.