საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე ააიპ "ვანის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახური"-ს ადმინისტრაციის უფროსი, გია ნიკოლეიშვილი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ვანის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეც-ტექნიკით უკანონოდ სარგებლობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.