ბრიტანულმა კომპანიამ SUCK UK-მა სპეციალურად კატებისთვის ლეპტოპი – "კატაბუკი" შექმნა. აღნიშნული ინფორმაცია კომპანიის ვებ-გვერდზე ვრცელდება.
"კატაბუკი" შედგება მუყაოსგან, მაუსისგან, რომელიც ფუმფულა თაგვს წარმოადგენს და კლავიატურისგან, რომლითაც მწარმოებლები ფიქრობენ, რომ ავეჯს გაფუჭებისგან დაიცავენ, რადგან კატა ბრჭყალებს კლავიატურაზე აილესავს.
მათივე აზრით, "კატაბუკი" ლეპტოპებსაც დაიცავს დაფხაჭნისგან, რადგან კატა პატრონის ლეპტოპზე არ მოიკალათებს.
როგორც ცნობილია, "კატაბუკზე" ოპერაციული სისტემის შესაცვლელად და ახალი პროგრამების დასაყენებლად ახალი ეკრანის ფურცელზე ამობეჭდვაა საჭირო.
მწარმოებლების აზრით, "კატაბუკი" თქვენი კატებისთვის დიდი საჩუქარია.
გავრცელებული ცნობით, ნივთის ღირებულება 20 დოლარია.