აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრიდან 56 კილომეტრში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
ამ დროისთვის არსებული ინფრომაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 5,8 მაგნიტუდა იყო.
სეისმოლოგების ინფორმაციით, ეპიცენტრი აზერბაიჯანში თბილისიდან, დაახლოებით, 250 კილომეტრში იყო. ბიძგები ძირითადად კახეთის რეგიონში და ასევე თბილისშიც იგრძნობოდა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ეპიცენტრი ისმაილის რაიონში იყო.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ვრცელდება. ბიძგები საქართველოში თბილისის დროით 8:50 საათზე დაფიქსირდა.