"1 იანვრიდან დღემდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტისბიუჯეტი, ჯამურად, 11 მილიონი ლარით გაიზარდა! " _ ეს განცხადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ გააკეთა.
"ეს არის უპრეცედენტო ზრდა, რომელიც, ძირითადად, ინფრასტრუქტურული პროექტების დროული დასრულებით და შარშანდელი შემოსულობებით მოხდა", _ დასძინა საფინანსო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა.
მისივე თქმით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან მარტო 279 ათას ლარამდეა შემოსული ბიუჯეტში, რაც მთელი წლის გეგმას უდრის.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი კვერღელიძე შენიშვნის სახით გამოეხმაურა ნაგავმზიდი მანქანის ჩოხატაურისთვის გადაცემის ფაქტს და აღნიშნა: "უმჯობესი იყო ის ჯართი მანქანა სულ გვეჩუქებინა ჩოხატურისთვის და ჩვენ ახალი გვეყიდა, ამით გამოჩნდებოდა ოზურგეთის დომინანტობა გურიაში".
საკრებულოს სხდომაზე საყურადღებო იყო ბიუჯეტის ზრდის ნაწილში წარმოდგენილი რიცხვები: სკოლამდელი განათლების დაფინანსება გაიზარდა 20,8 ათასი ლარით, გაჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების პროგრამის დახმარებით ნაწილში ზრდა _ 10,0 ათასი ლარით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება _ 42,2 ათასი ლარით, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში გასახორციელებელი პროექტების კაპიტალური ხარჯების ზრდა _ 20,0 ათასი ლარით.