დიდი ბრიტანეთის დედოფალი, 89 წლის ელისაბედ მეორე, უძველესი ერის ისტორიაში მონარქი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდითაა.
აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ელისაბედ მეორეს დედოფლობამ დიდი ბებიის, დედოფალ ვიქტორიას მმართველობის პერიოდს გადააჭარბა.
როგორც ცნობილია, ამის აღსანიშნავად დედოფალი ორთქლის მატარებლით შოტლანდიას ეწვევა, გარდა ამისა, პარლამენტში სპეციალური ღონისძიება გაიმართება.
ელისაბედ მეორემ ბრიტანეთის დედოფლის ტახტი 1952 წელს დაიკავა, რის შემდეგაც უკვე 63 წელი და 7 თვე გავიდა.
დიდი ბრიატანეთის პრემიერ-მინისტრმა ტვიტერში დაწერა, რომ გარდა დიდხნიანი მმართველობისა, დედოფალ ელიზაბედ მეორეს სიკეთე ისტორიამ უნდა შემიონახოს.
"ჩვენ უნდა ავღნიშნოთ და ისტორიაში ჩავწეროთ დედოფალ ელისაბედ მეორეს მადლი და ღირსება,რომლითაც იგი ჩვენს ქვეყანას ემსახურება," _ წერს პრემიერ-მინისტრი.