(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის მერვე უბანში არსებულ ჩაის პლანტაციებსა და ქარსაფარ ზოლს ხანძარი 4 დეკემბერს გაუჩნდა _ დაიწვა და დაზიანდა 26 ძირი კრიპტომერიის ჯიშის ხე. ხანძრის გამომწვევ მიზეზად დაუდევრობა სახელდება. მიუხედავად, იმისა რომ მეხანძრეებმა ხანძრის დროული ლოკალიზება და ლიკვიდაცია მოახერხეს, ზარალი მაინც დიდია.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დარგში გურამ ბერძენიშვილის თქმით, მიყენებულმა ზარალმა ხეების მერქნული რესურსების სარგებლობისთვის მოსაკრებლის სახით 1081,5 შეადგინა, ხოლო გარემოსთვის მიყენებულმა ზარალმა კი 21 484 ლარი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved