''მერცხალის'' ფეხბურთელი გოგა ბერიშვილი, რომელმაც გუშინდელ მატჩში თავის ტრავმა მიიღო, ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ კლინიკაში მოინახულა და გამოჯანმრთელება უსურვა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ''მერცხალსა'' და ხობის ''კოლხეთის'' შეხვედრა შედგა, რომელიც ''მერცხალის'' გამარჯვებით დასრულდა. თუმცა მატჩის მიწურულს ფეხბურთელმა, გოგა ბერიშვილმა ტრავმა მიიღო.
ქალაქის მერი, ბეგლარ სიორიძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანასთან ერთად მივიდა კლინიკაში, პირადად მიიღო მონაწილეობა დაშავებული ფეხბურთელის ჰოსპიტალიზაციაში და კლინიკა სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციამდე არ დაუტოვებია.
'' ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვანია, თუმცა სპორტი და სპორტსმენები ჩემთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე თემაა. ამიტომაც იყო ჩემი რეაქცია თვალშისაცემი. სანამ არ დავრწმუნდი, რომ სპორტსმენის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, კლინიკის დატოვება არ შემეძლო. შესაძლებლობის ფარგლებში, ყველა საშუალებით ნებისმიერი სპორტსმენის გვერდით ვიქნები. ეს ადამიანები ფიზიკურად შრომობენ და უზარმაზარ ძალისხმევას ხარჯავენ, რათა ოზურგეთს სპორტული წარმატებები არ მოაკლდეს. ამიტომაც თითოეული ჩვენთაგანი, ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით, მათ გვერდით უნდა ვიყოთ, მიუხედავად თანამდებობრივი პოზიციებისა.'' – აღნიშნა გოგა ბერიშვილის მონახულებისას ქალაქის მერმა.
(R)