იემენში მომხდარი დაბომბვის შემდეგ 6 ინდოელი გარდაცვლილი იპოვნეს. აღნიშნულ ინფორმაციას WASHINGTON POST ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სომალსა და იემენს შორის მომხდარი ავია იერიშიდან სამი დღის შემდეგ ექვსი ინდოელი მეზღვაურის ცხედარი აღმოაჩინეს.
ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ერთი ინდოელი დაკარგულად ითვლება და იემენში საელჩოსთან მისი ადგილსამყოფლის დასადგენად თანამშრომლობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ინდურ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, იმის შესახებ, თუ რას აკეთებდნენ იქ მათი კატარღები და ვინ დაიწყო დაბომბვა.