სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გურიის მხარეში გია სალუქვაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ირაკლი კუჭავასა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან ერთად, სოფელ დიდივანის მოსახლეობასა და ხეობაში შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და სოფლისთვის სხვა პრიორიტეტული საკითხები განიხილეს. სოფელ დიდივანის ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გუბერნატორს მათი პრობლემებით დაინტერესებისათვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. მათივე თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეს მათ სოფელში გუბერნატორის სტუმრობის პირველი შემთხვევაა.
მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ მხარის პირველი პირი, ჩოხატაურში ბუკისციხე-ზემო სურების 6 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესს დაესწრო. გზის სამშენებლო სამუშაოებს, რომელსაც კომპანია "შარა-გზამშენი პირველი", ახორციელებს 386 000 ლარს შეადგენს.
(R)