ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონში ყურძნის სარეალიზაციოდ სპეციალური ადგილებია მოწყობილი: ქუთაისი (ბალახვანის ასსართულიან კიბესთან და ტორპედის სტადიონის მიმდებარე ტერიტორა); რუსთავი (მე-12 მ/რ, სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია); ზუგდიდი (კედიას ქუჩა, ბაზრის უკანა მხარე); ამბროლაური (გამსახურდიას 2, ბაზრის ტერიტორია); ოზურგეთი (ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია, საბთუმო ბაზრობა); გორი (მოსკოვის ქ. #1); ბათუმი ( მაიაკოვსკის ქ#4, აღმაშენებლის ქ. "ხოფას ბაზარი", გმირთა ხეივანი აბუსელიძის ქუჩის კვეთაზე).
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმმართველ ქალაქებში არსებულ აგრარულ ბაზრებში, რქაწითელის ჯიშის ყურძნის სარეალიზაციო ფასი 1.00 ლარიდან – 2.50 ლარამდე მერყეობს.
რთველი 2015-ის ფარგლებში ყურძნის კრეფა 10 სექტემბრიდან აქტიურად დაიწყო. დღეის მონაცემებით, ღვინის საწარმოების მიერ უკვე გადამუშავებულია 4400 ტ. ყურძენი